სამეგრელოში მამაკაცმა ცოლი ცულით დაჭრა

სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცმა მეუღლე ცულით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნული ფაქტი “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და საქმე აღძრულია 11 პრიმა 19-108 მუხლით, რაც ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები