ლარის კურსის დასტაბილურებისთვის რამდენიმე ობიექტი გაიყიდება

ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით რამდენიმე სამთავრობო შენობის გაყიდვა იგეგმება.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკმაოდ მნიშვნელოვანი საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი არსებობს.
,,დავადგინეთ კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, ეს არის ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, თბოელექტროსადგური და ა.შ. ჩვენს სამინისტროს საშუალება აქვს, რომ ადგილი გამოვიცვალოთ და იქ სასტუმროს დანიშნულების ობიექტი აშენდეს. საკმაოდ მნიშვნელოვანი საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალია, რომლებიც ლარის კურსს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებენ. ჩვენ ველოდებით, რომ დღევანდელი კურსი ამ ქმედებების შედეგად გამყარებისკენ წავა,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები