სავალუტო კრიზისის დასრულებას დაახლოებით მაისისთვის ვარაუდობენ

სავალუტო კრიზისი დაახლოებით მაისისთვის დასრულდება, – ამის შესახებ “პე-ეს-პეს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ოქრიაშვილის პროგნოზით, ამ პერიოდისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებაში უკვე ერთი ორთან იქნება.
“გიორგი კვირიკაშვილმა კრიზისიდან გამოსასვლელად მოკლევადიანი გეგმა წარმოგვიდგინა. დაახლოებით მაისისთვის სავალუტო კრიზისი აღარ იქნება და იმ პერიოდისთვის ჩემი პროგნოზია – ლარის კურსი იქნება ერთი ორთან”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები