ოთარ დანელია: თუკი ოდესმე საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ყოფილა, ეს დღეს არის

საქართველო ყველაზე მიმზიდველი ინვესტიციებისთვის დღეს არის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ “თბილისი მარიოტში” მიმდინარე ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბიზნესის თავისუფლების კუთხით ასეთი შესაძლებლობები საქართველოში, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა.
მინისტრი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო. ჟურნალისტების კითხვაზე არის თუ არა მთავრობის ეკონიმიკური გუნდი პასუხისმგებელი იმ რეალობის გამო, რაც არის ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბოდა, არ გაურბის და არასდროს გაექცევა.
“ჩვენ პროაქტიურები გავხდით იმასთან მიმართებაში, რასაც უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურებული მოზიდვა ჰქვია. შესაბამისად, მიმდინარე წელს 70 000 000 დოლარი მოვიზიდეთ მარტო ჩვენ სოფლის მეურნეობის ნაწილში”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ადმინისტრაციული ხარჯების გადახედვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში უცხოური ინვესტიციების კიდევ უფრო გააქტიურებული მოზიდვა, იმ მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც სტანდარტულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები