გორის რაიონში ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები გამოავლინეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. პრესსამსახირის ინფორმაციით, პატრულირებისას სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიჭრა 46 კუბური მეტრი რცხილის, წიფლის, ნაძვის, სოჭის, ფიჭვისა და ბალამწარის ჯიშების საშეშე და სამასალე ხე-ტყე. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები