ხადური და კვირიკაშვილი ბიზნესმენებს ხვდებიან

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „მერიოტში“ იმართება.
შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელებენ და მდგომარეობის გამოსწორებისთვის კონკრეტულ ღონისძიებებს დაგეგმავენ. როგორც კომპანია „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ხელისუფლება სწორია, როდესაც ამბობს, ინვესტიციები ერთ-ერთი გამოსავალია, მაგრამ არა ერთადერთიო. „ჩვენც გვაქვს რაღაც პროექტები და ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას“, – აღნიშნა ფხაკაძემ.
სასტუმროსთან პარალელურად “თავისუფალი ზონისა” და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ლარის კურსთან დაკავშირებული და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები გააპროტესტეს. მათ ეკონომიკის გუნდისა და მთელი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორიდორიც გააკეთეს, რის გამოც მინისტრებს სასტუროში სხვა შესასვლელიდან შესვლა მოუხდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები