კახა კალაძე 2015 წელს ეკონომიკურ ზრდას ორი, 2,5 პროცენტით პროგნოზირებს

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე 2015 წელს ეკონომიკურ ზრდას ორი, 2,5 პროცენტით პროგნოზირებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა არაერთი პროექტის განხორციელება შეძლო და კვლავაც გააგრძელებს.
“მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის. მე ბევრს დავდივარ და ვიცი, თუ როგორ უჭირს ხალხს რეგიონებში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური გუნდისგან არაერთი პროექტი განხორციელდა და ამას კვლავაც გააგრძელებს. მე ვფიქრობ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა ამ რთულ პირობებშიც კი იქნება ორი, 2,5 პროცენტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები