კალაძე ლარის გაუფასურებაზე: პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის

ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ქვეყანაში სავალუტო კრიზისია. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა გადაცემაში „არჩევანში“ განაცხადა, იგი ლარის გაუფასურების საკითხთან დაკავშირებით ტერმინ – ეკონომიკურ კრიზისს არ ეთანხმება. თუმცა, კალაძე აღიარებს, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში პრობლემა მართლაც არსებობს.
„ტერმინ ეკონომიკურ კრიზისს არ ვეთანხმები. ამას შეიძლება დავარქვათ სავალუტო კრიზისი. არსებობს ქაოსის ნიშნები და ვთვლი, რომ ეს მიმდინარეობს მიზანმიმართულად გარკვეული ტელევიზიების და ექსპერტების მხრიდან. თუმცა, რაც შეეხება ლარის დევალვაციას, გარკვეული პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის”, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევანში“ და დასძინა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ვალუტაც გაუფასურებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები