ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდება

ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ დაახლოებით 7 პუნქტით დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ევროს შეძენა ხვალიდან, 25 თებერვლიდან 2.55 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ 23 თებერვალს დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.48 ლარი იყო. რაც შეეხება დოლარს, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან გაუფასურებას განაგრძობს. ახალი კურსის მიხედვით, 1 დოლარი ხვალიდან 2.26 ლარი ეღირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები