ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკურ მისიასთან, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში და, ზოგადად, რეგიონში არსებული მდგომარეობა და ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისიის ფარგლებში, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების გაანალიზება, რათა საბოლოოდ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა დღეს რეგიონში არსებული გამოწვევების ადეკვატური იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები