გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსზე “დაწოლა” შემცირდეს
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსზე “დაწოლა” შემცირდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ვიცე პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია, თუ არა ლარის კიდევ გაუფასურება კვირიკაშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა.
“ლარის გაუფასურებას ველოდები თუ არა, ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებდი. ამ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ექსპორტის დაკორექტირება უკვე მოხდა, მე არ ველოდები, რომ სერიოზული კლება მოყვეს უკვე ამის შემდეგ ექსპორტს და ტურიზმს. ის დროითი შუალედი გასულია, როდესაც უკვე იმპორტის კორექტირებაც უნდა მოხდეს და ეს კიდევ უფრო შეამცირებს დაწოლას ეროვნულ ვალუტაზე. ასე რომ, სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ განწყობას და არ უნდა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ სიტუაცია არ არის გამოსწორებადი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.