ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

აგარა- გომის მონაკვეთზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.
დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მიკროავტობუსი ამოტრიალდა. გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი დედაა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები