ერთი დოლარი 2.17 ლარი ღირს
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 21 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1472 ლარს შეადგენდა.