სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, თუ შარშან სოფლებისათვის (დაბა-ქალაქი) თანხების გამოყოფა მთავრობის განკარგულებით ხდებოდა, ახლა მთავრობის განკარგულებით თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტისთვის ხდება და უკვე ის უმტკიცებს თითოეულ დასახლებულ პუნქტს პროექტისათვის თანხას. შესაბამისად, სოფლების კრებები ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ ოქმებს, პროექტების დასაფინანსებლად.
ადგილობრივი ხელისუფლება ანაწილებს თანხებს, აცხადებს ტენდერებს, დებს ხელშეკრულებებს ზედამხედველობს სამუშაოებს და ა.შ. რაც შეეხება სამინისტროს ფუნქციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ზოგად მიმართულებას აძლევს პროექტებს და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ადგენს კონკრეტული სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას. ამასთან, სამინისტროს, მსუბუქი მონიტორინგისა და რეკომენდაციების სახით, უფლება აქვს დაინტერესდეს, იხარჯება თუ არა თანხები სოფლის მიერ განსაზღვრული და მოთხოვნილი მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები