17 თებერვალი

10:30

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ ორგანზაციის პრეზენტაციას გამართავს,რომელიც „ქვეყნის გამოსაფხიზლებლად“ შექმნა. ისაუბრებს გეგმებზე, მიზნებზე, სტრატეგიასა და წევრებზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00

საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „ეროვნული ფორუმის“ წევრი თემურ მაისურაძე საინფორომაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა – „ფორუმის“ პოზიცია უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, რატომ ატყდა ხმაური ამ თემაზე და რის მიხედვით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება დეპუტატებმა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონკატქო პირი ეკა გულუა: 599726565

11:30 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა – ვირუსული ინფექციები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ და ეკონომიკური პრესის წარმომადგენლები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

თემა: “სარეკლამო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მედიაბიზნესს წაახალისებს“.

მისამართი: აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული.

საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

10:00
“თიბისი ბანკის” ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით ენერგო-კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გახსნის. მისამართი: მარჯანიშვილის 7, მე-4 სართული

11:00

რეპორტიორის“ კოალიცია „ერთსულოვნება“ და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ორგანიზაციამ კობაიძის კანდიდატურა ზაქარია ქუცნაშვილის სასარგებლოდ მოხსნა – მიმართვა პრეზიდენტს

11:00

“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

11:00

თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველყოფაზე ინტერესთა გამოხატვა; მის: ჟ.შარტავას #7

11:30

“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:30

„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უკრაინის ელჩის განცხადება, განხეთქილება უმრავლესობაში

12:00
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე „პირველ პრესკლუბში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უახლოეს დღეებში სააკაშვილი ქართული პოლიციის მისამართით განცხადებას გააკეთებს – რატომ ცდილობს „ნაცმოძრაობა“ პოლიციის დისკრედიტაციას?
12:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00
თბილისის საკრებულო პაატა ბურჭულაძეს უმასპინძლებს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მის: თავისუფლების#2
13:00
შავი ზღვის ქუჩის №6-ში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” საკრებულოს წევრი თამარ ცინცაბაძე და პოლიტიკური საბჭო წევრი მამუკა აჩბა სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან. საკონტაქტო ნომერი: 577209000
13:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312
14:00
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მის: ქ.წამებულის გამზირი # 16
14:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
15:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მოადგილეს კირსი მადისს შეხვდება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახო N637
16:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთათვის აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკისათვის სამართლებრივი ბარიერის მოხსნის თაობაზე დარგის ექსპერტებს შეხვდება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N336
17:00
თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების#2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები