14 თებერვალი

10:30
“ღვთის შვილთა კავშირის“; ქალთა ორგანიზაცია „თამარიონისა“ და კომპანია „ჯი-ემ-ბი-ჯი დენტალის” წარმომადგენლები საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სპორტის 4 სახეობაში სპორტული ტურნირების ორგანიზება ქალთა შორის, საიდანაც შემოსული თანხები „ღვთის შვილთა კავშირს“ მოხმარდება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23, საკონტაქტო პირი ეკა გულუა 599 726565.
11:00
„საქართველოს საგანმანათლებლო ალიანის“ ხელმძღვანელები საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პარლამენტის მიერ დამტკიცებული განათლების სამინისტროს ინიციატივა „მასწავლებელთა დისციპლინური დევნის შესახებ“ და ფარულად მოპოვებულ დოკუმენტსაც წარმოადგენენ, რომელიც ადასტურებს, რომ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პოლიტიკური მოტივით მასწავლებელზე დევნა დაიწყო. მისამართი უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს. თემა: დაპირისპირება პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით – მემარცხენე ალიანსის საკანონმდებლო ინიციატივა
12:00
NEW
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჟურნალ “ცისკარი 1852” პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: თავისუფლების #2
14:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კვლევის შედეგად მომზადებული კრებულის – “ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.
E1
15:00
ვარკეთილის 3ა მიკრორაიონის 33 კორპუსის წინ (მდებარე ბავშვთა სახლი ლამპიონის შენობა) “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრები სოციალურად დაუცველებს შეხვდებიან. საკონტაქტო ნომერი: 577209000
16:00
სასტუმრო „ვერე პალასში“, იურიდიული საზოგადოების მონაწილეობით, ახალი იურიდიული ბრენდის „კაიკაციშვილი ადვოკატები“ პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩიშვილის ქ.22-24; საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344
16 თებერვალი
18:00
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში, თინათინ ცხვედაძის ფოტოების გამოფენა და პაპუნა ჭუმბურიძის ახალი დისკის პრეზენტაცია “Lifeline” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები