“ლიბერთი ბანკი” რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე განაკვეთს არ ზრდის
“ლიბერთი ბანკი“ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთს უცვლელად ტოვებს.
როგორც “კვირას“ “ლიბერთი ბანკში” განუცხადეს, მიუხედავად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებისა, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის კლიენტებს საპროცენტო განაკვეთი არ ეზრდებათ.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს “ვი-თი-ბი”-მ, “საქართველოს ბანკმა” და “თი-ბი-სი”-მ. “ვი-თი-ბი” ბანკში მსგავსი ტიპის სესხები იპოთეკური სესხების პორთფელის 5-7%-ს შეადგენს და, შესაბამისად, ბანკის კლიენტებს სესხი 0,5%-ით გაუძვირდათ. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს მთლიანი პორთფილის 6% უჭირავს “თი-ბი-სი” ბანკში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11 თებერვალს გაზარდა. განაკვეთი 4%-იანი ნიშნულიდან 4,5%-მდე გაიზარდა.