ვლადიმერ პუტინი: 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში შევა
ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება 15 თებერვლიდან ძალაში შევა, ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინსკში,” ნორმანდიული ოთხეულის” სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ჭიანურდებოდა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესი, მან განაცხადა, რომ მას ამაში ბრალი არ მიუძღვოდა, რადგან სამშვიდობო გეგმის ხელმოწერა კიევს არ სურდა. ვლადიმერ პუტინმა მხარეებს მოთმინებისაკენ მოუწოდა.
„იმ ადგილიდან, სადაც დღეს უკრაინული და პრორუსული ძალების ჯარებია განლაგებული, მძიმე ჯავშანტექნიკას ნამდვილად გაიყვანენ. რაც შეეხება ამბოხებულებს, ჯავშანტქენიკას ისინი მინსკის ხელშეკურლებით გაწერილი 19 სექტემბერის შეთახმების თანახმად გაიყვანენ “, – განაცხადა პუტინმა.