ვლადიმერ პუტინი: ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ შეთანხმებას
“ნორმანდიული ითხეულის” ერთ-ერთი მთავარი მონაწილე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.”ლენტა-რუს” ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულ იქნა. “ვერ ვიტყვი, რომ გასული ღამე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო, მაგრამ იმედი მაქვს რომ დღევანდლეი დილა უკეთესი იქნება, რადგანაც ყველა სირთულის მიუხედავად ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ შეთანხმებას, ეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება”,-განაცხადა პუტინმა.