საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 18 მილიარდამდე დოლარს გადაურიცხავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას კრედიტის სახით 18 მილიარდამდე დოლარს გადაურიცხავს. აღნიშნული საკრედიტო პროგრამა 4 -წლიანია და ის ძალაში ამა წლის მარტში შევა. უკრაინის ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევა უკრაინულ მხარესა და საერთაშორისო- სავალუტო ფონდს შორის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც რიგი საკითხები ახლაც შეუთანხმებელია, თუმცა ის მოხარულია, რომ უკრაინა აღნიშნულ თანხას მაინც მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსური დახმარების გაწევას უკრიანისთვის დიდი შვიდეული, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ც აპირებენ. უკრაინამ კრედიტის სახით, ჯამში, 40 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს.