ნიკო ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო სივრცედ იქცევა

ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება – ამ საკითხზე იმსჯელეს თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე.
საკრებულოს პრესცენტრის ინფორმაციით, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის იდეა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივას წარმოადგენს.
საკრებულოს თავმჯდომარის იდეით კი, ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო სივრცედ იქცევა. რიმა ბერაძემ აღნიშნული წინადადებით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქუჩა-მუზეუმად რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება სთხოვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, იდეის ავტორი – ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ამავე სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ირმა დოლიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები