რატომ აღარ მიენიჭებათ ქართველებს საფრანგეთში დევნილის სტატუსი?

საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა   

  საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბიუროს (OFPRA) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შევიდა, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი პორტალ “კვირასთან“ აფასებს. ექსპერტი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად, ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სხვა მაჩვენებლების კუთხით მიღწეულ პროგრესს ასახელებს. კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყანაში, ტურისტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
cms-image-000004967„ახალი ხელისუფლების პირობებში ბევრმა ადამიანმა დატოვა ციხე. ქვეყანაში პოლიტიკური სარჩულით აღარ იდევნებიან. ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. თავისთავად ამ ფაქტორებს გაითვალისწინებდა საფრანგეთის მხარე გადაწყვეტილების მიღებისას“, – განუცხადა “კვირას“ კახა გოგოლაშვილმა.
საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბიუროს (OFPRA) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, ალბანეთი და კოსოვო ეგრეთ წოდებული უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შევიდნენ. OFPRA-ს სიაში მოხვედრილი ქვეყნები უსაფრთხოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ ისინი თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების პრინციპების დაცვას უზრუნველყოფენ. პირები, რომლებიც ხსენებული ქვეყნებიდან არიან, საფრანგეთში თავშესაფარს ვერ მიიღებენ, მაგრამ მათ საშუალება ექნებათ OFPRA -ს ინდივიდუალური განაცხადებით მიმართონ, თუმცა ქვეყანაში არ დაიშვებიან, ვიდრე მათი განცხადება განხილვის პროცესში იქნება.
OFPRA-ს “უსაფრთხო ქვეყნების” ნუსხაში ამ დროისთვის 18 ქვეყანა შედის.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები