ხადური: დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია

დღეისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ყველა რისკის გაანალიზებაზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
“მინდა გითხრათ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%. ჩვენი პროგნოზი დღეისთვის 5%-ია, მაგრამ ჩვენ, ცხადია, ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია იქნება, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ხადურმა.
გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მინისტრის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია.
“ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა დაწოლა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული, ანუ შემოსავლებმა გადააჭარბეს ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდება იმ დედნის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ბიუჯეტის მხრიდან გაცვლით კურსზე დაწოლა არ არის. მე დილითაც მქონდა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ეროვნული ბანკი სიტუაციას აკონტროლებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები