ახალციხეში არასრულწლოვანმა თავი მოიკლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 16 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დედამ ხეზე ჩამოკიდებული ნახა. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები