ნუგზარ წიკლაური: არავის აღარ ექნება უფლება, რომ ბაჩო ახალაიას პროცესს დაესწროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, პროკურატურის მხრიდან ბაჩო ახალაიასთვის ახალი ბრალდების წარდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, მისი თქმით, რადგან საქმე საიდუმლო დოკუმენტაციას შეიცავს, სასამართლო პროიცესი დახურული იქნება.
„ამ ბრალის წარდგენის უმთავრესი მიზანი არის ის რომ, ვითომცდა საიდუმლო ინფორმაციის შემცველობის გამო, გაუერთიანონ სხვა საქმეები, რომლებიც ბაჩო ახალაიას აქამდე ჰქონდა წაყენებული და შემდგომი სასამართლო პროცესები საზოგადოების ყურადღების მიღმა ჩაატარონ. არავის აღარ ექნება უფლება, მათ შორის არცერთ ჟურნალისტს რომ ბაჩო ახალაიას პროცესს დაესწროს“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ახალი ბრალდება წაუყენა. საქმე ეხება 10 000 დან – 60 000 ათასამდე ლარის ოდენობით მითვისებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები