თინა ხიდაშელი კუბლაშვილის შემცვლელად ანა დოლიძის კანდიდატურას მიესალმება

თინა ხიდაშელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ანა დოლიძის კანდიდატურას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამორჩეული თავმჯდომარე იყო.
„ჩემი აზრით, ანა დოლიძე ყველაზე გამორჩეული თავმჯდომარეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, როგორც იურისტი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა დოლიძე საუკეთესო იყო. მას ჩემი სრული პატივისცემა აქვს”, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანა დოლიძე დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები