ქართველი დეპუტატები თურქეთში ანგარიშით – 5:1 დამარცხდნენ

ქართველი დეპუტატები ფეხბურთის ჩემპიონატში უნგრელ კოლეგებთან ანგარიშით – 5:1 დამარცხდნენ. მატჩი თურქეთში გაიმართა.
ერთადერთი გოლი უნგრელი კოლეგების კარში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა გაიტანა. მეკარეს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ გია ცაგარეიშვილს რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოუწია.
საქართველოს პარლამენტის 13 წევრი თურქეთში თურქი კოლეგების მიწვევით წავიდა. საქართველოს პარლამენტის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში რვა დეპუტატია. პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ჩემპიონატზე ანტალიაში გუშინ გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები