ქართველი დეპუტატები დღეს უნგრელ პარლამენტარებს დაუპირისპირდებიან
თურქეთში ფეხბურთის სათამაშოდ წასული ქართველი დეპუტატები დღეს უნგრელ პარლამენტარებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს შემადგენლობას შოთა ხაბარელი ხელმძღვანელობს.
“გარდა ფეხბურთის თამაშისა, არის მეგობარი ქვეყნების პარლამენტარებთან ურთიერთობა“, – აცხადებს დეპუტატი ვიქტორ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ 13 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტის საფეხბურთო გუნდი ჩემპიონატზე ანტალიაში გუშინ გაემგზავრა.