დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით მადრიდში გაემგზავრა

7 თებერვალს თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრა.
თბილისის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი შეხვდება მადრიდის მერს ანა ბოტელას, სპორტის საკითხებში სახელმწიფო მდივანს მიგელ კარდენალ კაროს, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ალეხანდრო ბლანკოს.
დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები ესპანეთის კომპანიების გაერთიანების -„Madrid Excelente“ ხელმძღვანელთან ალეხანდა პოლაცისთან, დასუფთავების კომპანია „Kurata“-ს ხელმძღვანელთან ჯულიო ტორესთან.
თბილისის მერი მოინახულებს უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრს (CISEM) და კომპანია Bandoli-ს. ესპანეთის დედაქალაქში დავით ნარმანია პორტუგალიიდან გაემგზავრა, სადაც 6 თებერვალს, ქალაქ მატოზინიუში მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაში.
როგორ თბილისის მერია იუწყება, დავით ნარმანიას ვიზიტი ესპანეთში 10 თებერვალს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები