თურქული მედია: ქართველები ბანკის თანამშრომელს თავს დაესხნენ

სტამბულის გარეუბანში მომხდარ თავდასხმაში ქართველები არიან ეჭვმიტანილი. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, შეიარაღებული ნიღბიანები ბანკის კასაციის სამსახურის ოფიცერს თავს სწორედ მაშინ დაესხნენ, როცა ის ფულით დატვირთული ბანკის ფილიალიდან გამოდიოდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია 3 ქართველი, მათ გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებას ედავება.
თავდასხმა დღის საათებში ერთ -ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე 5 იანვარს მოხდა. სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილ ვიდეომასალას თურქული ტელეარხები ავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები