“აწარმოე საქართველოში” – პროგრამის პარტნიორ ბანკებთან შეხვედრა გაიმართება

მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სასტუმროში Holiday Inn-ში, ხვალ, სახელმწიფო პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” ჩართული 12 ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის წარმომადგენლებს შორის იქნებიან რეგიონალური მენეჯერები და ფილიალების მმართველები, ასევე ბანკების ასოციაციის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრება.
შეხვედრის მიზანია პროგრამის “აწარმოე საქართველოში” დეტალური გაცნობა ბანკების წარმომადგენლებისთვის და საქართველოს რეგიონებში “აწარმოე საქართველოში” პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ციკოლია მიმოიხილავენ “აწარმოე საქართველოში” პროგრამის მიმდინარეობას, სააგენტოს მიერ პირველი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას, სიახლეებს სალიზინგო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ცვლილებას სესხის გირაოთი უზრუნველყოფასთან მიმართებაში. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან 30%-ის ნაცვლად მოხდება სესხის უზრუნველყოფის ძირითადი საგნის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფინანსებს ახალი საწარმოს დასაარსებლად.
პრეზენტაციის დასასრულს დრო დაეთმობა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და ბანკების წარმომადგენლების მოსაზრებებისა და პროგრამის ფარგლებში უკვე არსებული გამოცდილების გაზიარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები