ზურაბ ტყემალაძე: „რუსთავი 2“- ის მოუწესრიგებელი ბაზარი რეკლამის შესახებ კანონს არღვევს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრი ზურაბ ტყემელაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ -ის მოუწესრიგებელი ბაზარი რეკლამის შესახებ კანონს არღვევს.
მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიის შენიშვნას ვადების გადაწევასთან დაკავშირებით პარლამენტი არ განიხილავს.
“აბსოლუტურად ყველა მაუწყებელი ეთანხმება ამ ცვლილებებს, გარდა „რუსთავი 2“-ისა. „რუსთავი 2“-ის შენიშვნები გათვალისწინებული გვაქვს. მას ახალ რეგულაციებზე თანხმობაზე ხელიც აქვს მოწერილი, უბრალოდ ის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით საკითხს არ ეთანხმება. სამწუხაროდ, ამას ვერ გავითვალისწინებთ, რადგან თავადაც იციან, რომ მოუწესრიგებელი ბაზარი აქვთ, არღვევენ კანონს, ანონსებში აქვთ რეკლამა და ა.შ… ეს არის რეკლამის შესახებ კანონის დარღვევა”, – განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტარებმა, გუშინ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარეს კენჭი, რომლის დროსაც ხმები ასე გადანაწილდა: 63 მომხრე, 30 წინააღმდეგი.
„მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში. მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, მოთხოვნები, რომლებიც კანონმდებლებმა წარმოადგინეს, ევროდირექტივის მოთხოვნებს აცდენილია და ზიანს მხოლოდ ტელეკომპანიას მიაყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები