თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ორი ახალგაზრდა გოგონა დაშავდა, თბილისი-რუსთავის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად. დაზარალებულები სხვადასხვა ტრავმით თბილისის საავადმყოფოში მოათავსეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, თბილისი-რუსთავის გზაზე მოხდა. ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი ოთხი ავტომანქანა შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაზარლებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ადგილზე, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც მუშაობდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები