ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ხვალ ეწვევა. პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.
კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან, მათ შორის ჯონ მაკკეინთან და ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან კურტ ვოლკერთან.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს იან ჯიეჩის, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიშელ ფლურნის და ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინს, ასევე KKR Global Institute-ის დირექტორთან ვენს სერჩუკს და ჯო ლიბერმანს. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზე. ასევე ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები