ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ კვლავ გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2 ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 6 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0100 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.9977 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0123 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები