პაატა ზაქარეიშვილი: მე ჩემპიონი მინისტრი ვარ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ჯარიაშენში ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოების მიმდინარეობას არ ადასტურებს. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიოტორიებთან არსებულ სოფლებში მცხოვრებლებს ყოველთვის ხვდება და ამის პრობლემა არ არსებობს. „მე ჩემპიონი მინისტრი ვარ, როგორც წესი, ვხვდები მოქალაქეებს. ადგილობრივებს ვხვდები ყოველთვის. პრობლემა არ მაქვს, ყოველთვის დავდივარ. თუ ვინმეს აქვს იმის განწყობა, რომ არ ამას არ ვაკეთებ, ერთხელ მაინც დაასვენონ ენა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. სოფელ ჯარიაშენის ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევა ხდება, რის გამოც ნაკვეთებში შესვლას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები