“სოკართან” განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე გაზის ფასი არ გაძვირდეს”

კომერციული ობიექტებისთვის გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე- პრემიერი კახა კალაძე აკეთებს, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, რა ვადით შეიძლება მოხდეს კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის გაძვირების გადავადება.
მისი განმარტებით, “ყველაფერი 1 მარტამდე გაირკვევა”. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საფასურის გაძვირების გადავადების საკითხზე” სოკართან” მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.
“რაც შეეხება გაზის გაძვირებას, მხოლოდ კომერციულ ობიექტებზე იყო საუბარი. როგორც იცით, ეს კურსთა შორის სხვაობას უკავშირდებოდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნა “ყაზტრანსგაზს” და თბილისში არსებულ კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებენ. შესაბამისად, მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსთა შორის სხვაობის გამო აუცილებელია, კომერციულ ობიექტებს, პურის საცხობების გამოკლებით, გაეზარდოთ ტარიფი, თუმცა “სოკართან” განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე გაზის ფასი არ გაძვირდეს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები