პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ხადურს ლარის კურსთან დაკავშირებით კითხვით მიმართა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასტაბილურებაში, ვინაიდან ამას აპირებდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია იმისთვის, რომ ლარის კურსი სტაბილური იყოს.
მისი თქმით, კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ მოუწია ჯერჯერობით ჩარევა, ვინაიდან ამის საჭიროება აღარ იყო, რადგან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნეოდა.
“როგორც ჩანს და რაზეც გვქონდა საუბარი გასული კვირის განმავლობაში, რომ ეს მაინც აჟიოტაჟი იყო. ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა და საბაზრო მექანიზმები საკმარისია, რომ კურსი იყოს სტაბილური. უნდა გითხრათ, რომ ვაჭრობის შედეგები პრაქტიკულად უცვლელი რჩება სამი დღის განმავლობაში, ჩარევის გარეშე, რაც უკვე საკმაოდ სერიოზულ იმედს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კურსი მეტად არ შეიცვლება”, – განაცხადა ხადურმა. მისივე თქმით, მთავრობამ გააანალიზა ერთი წლის განმავლობაში კურსის ცვალებადობა და უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცურავი კურსის ვალუტა არის ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები