„ორი სამშობლო“ – ფილმის ჩვენება გაიმართება

4 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში“, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, ისტორიულ–შემეცნებითი ფილმის – „ორი სამშობლო“ ჩვენება გაიმართება.
ფილმი ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვსსაუკუნოვან ურთიერთობას ეძღვნება და ამ ორი ერის თანაცხოვრების ისტორიის, მისი წარსულისა და დღევანდელობის ბევრ ფურცელს მოიცავს.
ფილმში მოთხრობილია არა მარტო ქართველი ებრაელების, არამედ, ზოგადად, ებრაელი ხალხის ისტორია დროის სხვადასხვა პერიოდსა და ქვეყანაში.
„ორი სამშობლოს“ პირველი ჩვენება ისრაელში, ქალაქ აშდოთში, გასული წლის 20 ნოემბერს გაიმართა.
ფილმმა ებრაელი მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი ჩვენება ისრაელის სხვა ქალაქებშიც დაიგეგმა.
სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინო ყოლანდარიაა.
ფილმი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ბაზაზე შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები