რამზან კადიროვმა უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უკრაინაში მებრძოლ ჩეჩნებს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა და  სამშობლოში დაბრუნდნენ.
„მოვუწოდებ იმ ჩეჩნებს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა და თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ისე გაანადგურებენ, როგორც დანარჩენებს“, – განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის დებალცოვოში ჯოხარ დუდაევის ქვედანაყოფის მებრძოლი ისი მუნაევი დაიღუპა. ის დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სეპარატისტებთან ბრძოლას შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები