ირანში ჰოლოკოსტის კარიკატურები გამოაქვეყნეს

ირანული მედიის ინფორმაციით, ფრანგული სატირული ჟურნალის, “შარლი ებდოს” მიერ, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვის საპასუხოდ, ირანში ჰოლოკოსტის კარიკატურები გამოაქვეყნეს.
ამავე ინფორმაციით, გამოცხადებულია კონკურსიც, რომლის მიხედვით, კარიკატურისტებს, მსოფლიოს მასშტაბით, თავიანთი ნამუშევრების წარდგენა აპრილის დასაწყისისთვის შეეძლებათ. ფულადი ჯილდო, 12 ათასი დოლარია, რომელსაც გამარჯვებულს მოსამართლეები გადასცემენ.
ირანში მსგავსი კონკურსი 2006 წელს დანიურ გაზეთში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდა.
გამარჯვებულის ნახატზე მაშინ ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს შორის კედელი იყო გამოსახული, რომელსაც ოსვენციმის ბანაკის ალაყაფი ფარავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები