„შარლი ებდოს“ რედაქცია შვებულებაში გადის
ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქცია შვებულებაში გადის. ჟურნალის მომდევნო ნომერი რამდენიმე კვირაში გამოიცემა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„ძვირფასო მკითხველებო, „შარლი ებდოს“ მთელ გუნდს სურს, ყველას და ყოველივე თქვენგანს მადლობა გადაუხადოს უზარმაზარი მხარდაჭერისთვის და იმ თანაგრძნობისთვის, რომელიც ბოლო კვირების მანძილზე მივიღეთ. ჩვენ თქვენ არ გვავიწყდებით და საგაზეთო კიოსკებში უახლოეს კვირებში დავბრუნდებით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა მოხდა. შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, კიდევ 10 დაიჭრა. ჟურნალს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანები დაესხნენ თავს. მიზეზი – ჟურნალში მუჰამედ წინასწარმეტყველის გამოქვეყნებული კარიკატურა იყო, რაც ისლამისტებმა შეურაცხყოფად მიიღეს.