შენგენის ზონის საელჩოები უკრაინის მოქალაქეებზე ვიზებს ბიომეტრიული პასპორტებით არ გასცემენ

შენგენის ზონის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოში, ვიზების გასაფორმებლად, უკრაინის მოქალაქეებისგან ბიომეტრიული დოკუმენტების მიღებაზე უარს აცხადებენ. ამის შესახებ უკრაინის პოლიტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის მმართველობის თავმჯდომარემ როსტისლავ ტომენჩუკმა განაცხადა.
„დღესდღეობით ბიომეტრიული პასპორტებით შენგენის ვიზის მოპოვება შეუძლებელია. პრობლემა ისაა, რომ ყოველ საკონსულოს ფიზიკურად ბიომეტრიული პასპორტის განაცხადი უნდა გააჩნდეს. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროდან საელჩოში საკმაო რაოდენობის პასპორტი არ გადაცემულა იმისთვის, რომ საელჩომ გადაამოწმოს, ნამდვილია თუ არა პასპორტი. საგარეო უწყებაში ამ პრობლემის შესახებ ცნობილია. ჩვენი მონაცემებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა ტომენჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები