სასწრაფოდ: თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა. ორი აფეთქება იმ შენობის ეზოში მოხდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტის ესკორტი უნდა გამოჩენილიყო. ცნობილია, რომ ნაღმი იმ დროს ამოქმედდა, სანამ თურქეთის პრეზიდენტის ესკორტმა აღნიშნულ ადგილას გაიარა.
სამართალდამცავების ცნობით, მათ ასაფეთქებელი ნივთიერებები ეზოში აფეთქებების შემდეგ კიდევ აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტს თავს ასევე 2013 წლის სექტემბერშიც დაესხნენ, როდესაც ის პრემიერის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები