უკრაინის უშიშროების სამსახური: დონბასში საბრძოლო მოქმედებებისთვის რუსეთი 9 მაისს პატიმრების მასობრივ ამნისტიას გეგმავს

9 მაისს რუსეთის ფედერაციაში პატიმრების მასობრივი გათავისუფლება იგეგმება. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვი პატიმრების უკრაინაში გაგაზავნას აპირებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ამნისტირებული „ზეკები“ უკრაინაში მებრძოლი „ბოევიკების“ რიგებს შეემატებიან. ეს ინფორმაცია ოპერატიული წყაროებიდან არის გავრცელებული, – აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
უკრაინის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მრჩევლის მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ მიზანმიმართული ომი მიმდინარეობს და ასე უბრალოდ რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებიდან 70 წელი შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები