„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში პოლიციის ოფიცერი და 2 სამხედრო მოკლეს

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყში 2 სამხედრო და პოლიციის ოფიცერი მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-არაბია“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ექსტრემისტებმა ძალოვანებს თავები მოჰკვეთეს. მკვლელობის ამსახველი ფოტოები ძალოვანებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ამჟამად ერაყელების მკვლელობის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს.
ერაყში და სირიაში მოქმედმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მკვლელობების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. უცხოური მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის ჩრდილოეთით მოწყობილი რეიდების შედეგად 80-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები