პროექტის „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი“ პრეზენტაცია

3 თებერვალს, 18 საათზე, „ევროპის სახლში“ ახალი პროექტის „ბოლნისი თანამედროვე ხელოვნების ქალაქი“ პრეზენტაცია გაიმართება. მომხსენებლები არიან: თორნიკე ადამაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი, თამარ ჯანაშია.
საუბარი იქნება ბოლნისის არტ რეზიდენციაზე, რომელიც თებერვალში იხსნება. ასევე იმ სახელოვნებო და კულტურულ პროცესებზე, რომელიც ბოლნისში დაიწყება. განიხილება არტისტების ჩართულობა და ფორმები, ქალაქისა და არტ რეზიდენციის პერსპექტივები მისი „ხელოვნების ქალაქად“ გადაქცევის კუთხით.
პრეზენტაციას დაესწრება პროექტის პარტნიორი რამდენიმე ორგანიზაცია და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ამდენად, საზოგადოების ჩართულობა და აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებულმა პირებმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ღია ჯგუფში: „ბოლნისი Art House“.
პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები