ბრაზილიაში პარლამენტის ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს

ბრაზილიაში პარლამენტის ორივე პალატას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეროვნული კონგრესის დეპუტატების პალატის ხელმძღვანელად „დემოკრატიული მოძრაობის პარტიის“ წარმომადგენელი ედუარდუ კუნია აირჩიეს. „დემოკრატიული მოძრაობის პარტია“ მმართველი ბლოკის შემადგენლობაში შედის, თუმცა კუნიას არჩევა ქვეყნის პრეზიდენტ დილმა როუსეფს სირთულეებს მოუტანს გარკვეული კანონების მიღებისას, – წერს უცხოური მედია. საუბარია იმ კანონებზე, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ხარჯების შეამცირებაზეა ორიენტირებული.
ეროვნული კონგრესის სენატის თავმჯდომარედ კი ბრაზილიაში კვლავ რენან კალეირუსი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები