“პანორამა-თბილისის” პროექტი საკრებულოსთან და ივანიშვილის რეზიდენციასთან გააპროტესტეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს წინ “პანორამა-თბილისის” პროექტი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც მივიდნენ.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ “პანორამა – თბილისის” პროექტის განხორციელება დაუშვებელია, რადგან ეს პროექტი ანგრევს ქალაქის ისტორიულ სახეს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის ხელისუფლებასა და საკრებულოს მოუწოდებენ, არ დაუშვან აღნიშნული პროექტის დაწყება.
ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, ერთად იბრძოლონ, რათა არ განხორციელდეს “პანორამა-თბილისის” მშენებლობის პროექტი.
პროექტიის მოწინააღმდეგეები სოლოლაკის ქედისკენ მსვლელობით მიემართებიან. ისინი იმ ტერიტორიის მახლობლად შეჩერდნენ, სადაც, სავარაუდოდ, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები