ლიბიაში „ბოევიკების“ თავდასხმას 5 ადამიანი, მათ შორის ყირგიზეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა

ლიბიაში, ელიტურ სასტუმრო „კორინთიაზე“ „ბოევიკების“ თავდასხმას 5 უცხოელი, მათ შორის ყირგიზეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ყირგიზეთის საგარეო უწყება აცხადებს.
„თანამემამულეების დაღუპვის შესახებ ჩვენს დიპლომატებთან საუბარში ლიბიის ავიაკომპანია BuraqAir-ის დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ისამ აბდალამ დაუდასტურა“, – განაცხადეს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
დაღუპულები ავიაკომპანია S.GroupInternational-ის თანამშრომლები იყვნენ. ეს კომპანია ლიბიის გადამზიდავთან თანამშრომლობდა.
შეგახსენებთ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ლოიალურად განწყობილი „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია 2 „ბოევიკი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები